მოგესალმებით


   2015 წლის 19 თებერვალს, ჯვარის 1 საჯარო სკოლის საპრეზენტაციო ოთახში მოეწყო დაწყებითი საფეხურის კათედრის მიერ ორგანიზებული მშობელთა კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობის გაღრმავება და ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ბავშვის სწავლა აღზრდის საქმეში.
   კონფერენციაზე მოისმინეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა: ,, როგორ მოვუსმინოთ ისე, რომ შვილებს მოუნდეთ ჩვენთან საუბარი"
                                                                                          ნ. ქარდავა (კათედრის ხელმძღვანელი)



  ,, რა გავლენას ახდენს სოციალური გარემო ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში"
                                                                                                                         თ. მიქავა 


   რჩევები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ ,, შვილებს დავალების შესრულება ტანჯვად არ ექცეთ..."
                                                                                                                         ც. ქანთარია


  ,,სრულფასოვანი ძილისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვის ფიზიკურად და გონებრივად ჩამოყალიბებაში..."
                                                                                                                        ქ. გერგედავა

   კონფერენციის ეფექტურობა, განსაკუთრებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მშობლებს მოუხდათ მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში და სახალისო დავალებების შესრულებაში.


  გამოითქვა კმაყოფილება მშობლების მხრიდან. ისისნი მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ,, ბავშვის სიმშვიდე მათ ხელშია" და გამოთქვეს შემდგომში თანამშრომლობის სურვილი.
   კონფერენციის მუშაობა შეაფასეს სკოლის დირექტორმა ი. ჭიჭინაძემ და დირექტორის მოადგილე მ. ქარდავამ.


Популярные сообщения