მოგესალმებით


   2015 წლის 19 თებერვალს, ჯვარის 1 საჯარო სკოლის საპრეზენტაციო ოთახში მოეწყო დაწყებითი საფეხურის კათედრის მიერ ორგანიზებული მშობელთა კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობის გაღრმავება და ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ბავშვის სწავლა აღზრდის საქმეში.
   კონფერენციაზე მოისმინეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა: ,, როგორ მოვუსმინოთ ისე, რომ შვილებს მოუნდეთ ჩვენთან საუბარი"
                                                                                          ნ. ქარდავა (კათედრის ხელმძღვანელი)



  ,, რა გავლენას ახდენს სოციალური გარემო ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში"
                                                                                                                         თ. მიქავა 


   რჩევები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, რომ ,, შვილებს დავალების შესრულება ტანჯვად არ ექცეთ..."
                                                                                                                         ც. ქანთარია


  ,,სრულფასოვანი ძილისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვის ფიზიკურად და გონებრივად ჩამოყალიბებაში..."
                                                                                                                        ქ. გერგედავა

   კონფერენციის ეფექტურობა, განსაკუთრებით, მდგომარეობდა იმაში, რომ მშობლებს მოუხდათ მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში და სახალისო დავალებების შესრულებაში.


  გამოითქვა კმაყოფილება მშობლების მხრიდან. ისისნი მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ,, ბავშვის სიმშვიდე მათ ხელშია" და გამოთქვეს შემდგომში თანამშრომლობის სურვილი.
   კონფერენციის მუშაობა შეაფასეს სკოლის დირექტორმა ი. ჭიჭინაძემ და დირექტორის მოადგილე მ. ქარდავამ.


   ქ.ჯვარის სათემო განათლების ცენტრში ჩამოსული მოხალისე მასწავლებლის მირიამ ვენგერის და ცენტრის ტრენერ თამარ სალიასთან ერთად განხორციელდა პროექტი–გაცვლითი პროგრამა, რის საფუძველზეც ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე VIII კლასელები: მარი ფიფია და ნანა ჭანტურია გაემგზავრნენ შვეიცარიაში.
   ეს პროექტი დაფინანსებულიქნა მთლიანად მირიამ ვენგერისა და მამამისის ბატონ ფრედი ვენგერის მიერ, რისთვისაც ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას ვუხდით მათ. ეს ორი მოსწავლე თამარ სალიასთან ერთად ორი კვირის განმავლობაში იყვნენ ქ.ლანგელტალში და იმ სკოლაში, სადაც ბატონი ფრედი მუშაობს ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან. ისინი იმყოფებოდნენ შვეიცარიის 9 ქალაქში, პარიზსა და ბერლინში.
   ბერლინში მათ მასპინძლობა გაუწია  საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ბატონმა ლადო ჭანტურიამ. მადლობა მას.
   ელჩმა დაათვალიერებინა მათ ბერლინის ღირშესანიშნაობანი: ბრანდენბურგის ჭიშკარი, რაიხსტაგი, მუზეუმები, გამარჯვების ქალღმერთი (Siegesale).
   პარიზში მათ ნახეს: ეიფელის კოშკი, ლუვრი, ღვთისშობლის ტაძარი, ლუქსემბურგის ბაღი.
   ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
   მომავალში სხვა ბავშვებსაც მიეცემათგაკვეთილის პროცესში მონაწილეობის შანსი.
   Im Bildungszentrum von Jvari Wurde Hospitierende Lehrerin Miriam Wenger angekommen. Mit Miriam und mit Bildungszentrums Tranerin Thamar Salia haben en Projekt -Austausehprogram gemacht.
   Auf Grund dieses Projekts wurden zwei schulerinnen aus unserer Schule Mari Fifia und Nana Tschanturia nach Schweiz gefahren.
   Dieser Projekt wurde im ganzen mit Miriam und mit Miriams Vater Herr Fred Wenger finansiert, damit bedanken wir Ihnen.
   Zwei Woche waren diese Schulerinnen in der Stadt Langental. Sie wohnten das Lernprozes in der Schule bei, wo Herr Fred selbst arbeitet.
   Sie waren in 9 Stadten von Schweiz.
   Sie waren auch in Paris und Berlin. 
   In Berlin bewirtete Ihnen bevollmachtiger Botschafter von Georgien in Deutschland.
   Herr Lado Tschanturia.
   Wir bedanken Herr Lado herzlich 
   Mit Lado betrachteten sie dort die Sehenswurdigkeiten von Deutschland: Branderburgertor, Reichstag, Museen, Siegesaule u.a.
   In Paris haben sie Eifelturm, Luwr, Luxemburgergarten, Muttergottes Dom gesehen.
   Wir hoffen, dass unsere Beziehung auch im Zuckunft erweitert wird.
   Im Zuckunft werden auch die Anderen ein chanse bekommen, mit Anderen nach Schweiz fahren.




                            შემოდგომის გაცილება

  2014 წლის 6 ნოემბერს 1ა  კლასში |ხელმძღვანელი: ც.ქანთარია|  ჩატარდა შემოდგომის ზეიმი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი,მოადგილე და მოწვეული სტუმრები.
  ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს ლექსები შემოდგომაზე, ხილეულსა და ბოსტნეულზე. იმღერეს და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები. ზეიმის დედოფალმა ყველა მონაწილეს შემოდგომის ნობათი დაურიგა. ღონისძიება უჩვეულოდ ლამაზი და შინაარსიანი გამოვიდა.






     20 ნოემბერს  IXა და IXბ კლასებში ჩატარდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები ( კლასის დამრიგებლები ლელა ქუხილავა და მაია ბელქანია).
     გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს მომავალი პროფესიის არჩევის მნიშვნელობა. მოახდინეს პიროვნული მახასიათებლების იდენტიფიცირება ჰოლანდის ტიპოლოგიასთან, გაეცნენ პროფესიათა ჯგუფების მახასიათებლებს.
     გაკვეთილმა ჩაიარა საინტერესოდ და სახალისოდ.






ჯვარის პირველ საჯარო სკოლაში შემოვიდა განცხადება სკოლისთვის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელის მინიჭების შესახებ. გთხოვთ გამოეხმაუროთ ამ ინიციატივას და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება.

Популярные сообщения